როგორ მოვუაროთ წამწამებს?

-

როგორ მოვუაროთ წამწამებს? რომ გვქონდეს გრძელი და ხავედოვანი

ქალბატონების უმეტესობა უვლის თმას, კანს ფრჩხილს და ა. შ თუმცა ძალიან ბევრ მათგანს ავიწყდებათ წამწამების მოვლა-გაჯანსაღება. ალბათ დამეთანხმებით ლამაზი და ხავერდოვანი წამწამები ყოველთვის თვალშისაცემია და უყურადღებოდ არასდროს რჩება. დღეს დაგაფიქრებთ, მოგიყვებით და გასწავლით რა უნდა ვიცოდეთ და როგორ უნდა მოვუაროთ წამწამებს.

ქალბატონებს რომლებსაც მათთვის სასურველი წამწამები არ აქვს დაგრძელებას მიმართავენ. როდესაც სპეციალისტი ატარებს პროცედურას, უსაფრთხოა და წამწამები არ ზიანდება, მაგრამ შესვენება და საკუთარი წამწამების გაჯანსაღება, აუცილებელია,, რომ არ გამოიწვიოს ცვენა.

მაშ ასე საღამოს, დასვენების წინ, თვალების გაისუფთავეთ მაკიაჟისგან. ამისთვის მხოლოდ სპეციალური საშუალება გამოიყენეთ და არავითარ შემთხვევაში საპონი.

ღამით წამწამები შეიძლება კვებოთ ვიტამინიზებული ბალზამებით და ზეთებით, ხოლო, ქუთუთოების კანის – კრემით. უშუალოდ ძილის წინ ნუ წაისვამთ, რათა თვალის ლორწოვანი არ გააღიზიანოს.

nushi-zeti-1-1676629288.jpgწამწამების მკვებავი ზეთები ძალიან სასარგებლოა, აჩქარებს ზრდას და აჯანსაღებს წამწამის ღერებს. მათ შორისაა, ნუშის ზეთი, რომელიც ასტიმულირებს წამწამების ზრდას.

ასევე, კარგია ვარდის ზეთი, რომელიც ანელებს დაბერების პროცესებს, აბუსალათინის ზეთი, ეხმარება წამწამების ზრდას, აუმჯობესებს სტრუქტურას და ხელს უშლის მათ ცვენას.

წამწამებისთვის ძალიან სასარგებლოა მცენარეული ზეთებისა და А და Е ვიტამინების ზეთოვანი ხსნარები. კაფსულის სახით ამ ვიტამინების შეძენა ნებისმიერ აფთიაქშია შესაძლებელი.

5dabe8a335c47093519a81dfa1c50042-1676629311.jpg

ასევე, გაითვალისწინეთ, რომ წამწამებზე ზეთის ან სხვა მოვლის საშუალებების წასმა სჯობს წამწამების ფუნჯით.

Share this article

Recent posts

Google search engine

Popular categories

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

Recent comments